საზოგადოება
პრეზიდენტმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელიას განცხადებით, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა აღნიშნულ სამართლებრივ გზას იმიტომ მიმართა, რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას.

„ეს სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, სამწუხაროდ, ნდობა არ არის. ამ სასამართლოს დამოუკიდებლობა თავად სასამართლომ, თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით დააყენა დიდი დარტყმის ქვეშ. ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი იმის გამო მიმართავს, რომ ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოყენებული უნდა იყოს, რათა მან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას. ამ სარჩელში ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევაზეა საუბარი: პირველი - ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა, არამედ აეკრძალათ კიდეც. მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი - ეს არის ხმის ფარულობის დაცვა. არაერთი მტკიცებულებაა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, რაც კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა. კიდევ ერთი საკითხი - ჩვენ ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც პარლამენტის წევრებს აიძულებს უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და [მერე შეწყდეს მათი უფლებამოსილება და არა იმ დროს], როდესაც განაცხადეს, რომ ისინი პარლამენტში არ იქნებიან”,- აღნიშნავს ბესელია.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანდა.

პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.

ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.