ოპოზიციური პარტიები, მელიქიშვილის გამზირზე, საზოგადოებას სამოქმედო ნაბიჯს გააცნობენ - გიორგი ვაშაძე
კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი
ლიდერის განცხადებით, 19:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე
საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს წარუდგენენ. ამის შესახებ მან
Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
“19:00 სრული მობილიზება მელიქიშვილზე და შემდგომ საინტერესო ნაბიჯსაც
გაგაცნობთ” , - წერს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, დღეს დილის საათებში საპოლიციო ძალების მიერ ჭავჭავაძის
გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა
მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს. ჭავჭავაძის მხრიდან გამზირზე ამ
დრომდე მობილიზებულია პოლიცია, ფილარმონიის მხრიდან კი აქციის
მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან
განლაგებულნი.