ახალი ამბები
"გამოძიების ფარგლებში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები დაილუქა" - საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების ფარგლებში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ კი დაგეგმილია კომპიუტერული/ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის დუბლირებას, ასევე, ხომ არ ფიქსირდება საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაცვლად საქართველოში ხმის მიცემის შემთხვევები.

ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია - სმარტმატიკმა, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები,აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს არსებული ინფორმაციის შენახვა და დაცულობა.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ყველა იმ პირის საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში დაკითხვა, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის გამოიკითხნენ ცესკოს თანამშრომლები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო წყაროებში გავრცელებული, არჩევნებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები, განხორციელდა დოკუმენტების და ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა.

ამდენად, საქმეზე ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. პროკურატურა გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას პერიოდულად მოახდენს.

აქვე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მიზნად ისახავს მხოლოდ პროკურატურის და მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას"
- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისში მიმდინარე აქციებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის მიხედვით სულ 224 პირი დააკავეს.
09:01 / 02.12.2024
თბილისში მიმდინარე აქციებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სულ 224 პირი დააკავეს.
სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების
წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ.
23:52 / 30.11.2024
სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ.
პროტესტის გამომხატველთა ქმედებები, არაერთხელ გასცდა
შეკრება-მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს და გადაიზარდა
ძალადობრივ ქმედებებში- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
16:30 / 30.11.2024
პროტესტის გამომხატველთა ქმედებები, არაერთხელ გასცდა შეკრება-მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.