ახალი ამბები
საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 1201 საჩივრიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167, არ დაკმაყოფილდა 917 - ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით , საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 1201 საჩივარი იყო წარმოდგენილი, საიდანაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167, არ დაკმაყოფილდა 917, ხოლო განუხილველად დარჩა 107 საჩივარი.

როგორც პრესკონფერენციაზე სანტურიანმა განაცხადა, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს. ამასთან, მისი თქმით, 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები ხელახლა გადაითვალა, თუმცა ამან საბოლოო შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა.

„მთლიანობაში კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო 1201 საჩივარი, ამათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე 47, ისეთი საჩივრები, სადაც არ ფიქსირდებოდა მოთხოვნა. ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 151. წარმოდგენილი საჩივრებიდან, ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167. არ დაკმაყოფილდა 917, განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს 3 შემთხვევაში და ამ ეტაპისთვის მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს, ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომლის განხილვის ვადა არის 10 დღე და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი საჩივრების შედეგად და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და საერთო ჯამში საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გაბათილებულ იქნა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადათვლილ იქნა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები.

მთლიანობაში, ჯამურად გადათვლილ იქნა კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და მთლიანობაში, ხელახლა დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. ცვლილებები საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა.

ამასთანავე მნიშვნელოვანია, წარმოვადგინოთ შესაბამისი ინფორმაცია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით რამდენი საჩივარი იყო წარმოდგენილი. აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. ამათგან უდიდესი ნაწილი შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად, შედგენილ იქნა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა და მიეწოდა სასამართლოებს.

მთლიანობაში, მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში და საერთო სასამართლოებშიც, კერძოდ, პირველ ინსტანციის სასამართლოებში დავები სრულადაა დასრულებული, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს. შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“,- განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის
ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო,
- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
15:44 / 16.12.2024
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი
ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო
შეზღუდვების შემოღებაა,
14:04 / 16.12.2024
განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.