რამდენ ლარად შეიძენთ დოლარსა და ევროს დღეს
ეროვნული ბანკის მიერ 7 ნოემბერს
დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7328 ლარი, ხოლო
ევროს კურსი 2.9389 ლარია.
გთავაზობთ სხვადასხვა სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით
კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო
ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7330-2.7350 ლარის
ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7250–2.7280 ლარად
ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა 2.9500-2.9550 ლარის ფარგლებში, გაყიდვა
კი 2.9300-2.9400 ლარად არის შესაძლებელი.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7350 ლარის ფარგლებში, ხოლო
გაყიდვას 2.7300 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი
ყიდვა მოქალაქეებს - 2.9550 ლარად; ხოლო გაყიდვა - 2.9400 ლარად
შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში
ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7350-2.7400 ლარად, გაყიდვა კი -
2.72800 – 2.7300 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვა
2.9550-2.9600 ლარად, გაყიდვა კი - 2.9350 ლარად არის
შესაძლებელი.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე
გამოაქვეყნებს.