ახალი ამბები
დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება
დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება. განცხადება გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააკეთა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მას რუსეთის მხრიდან დაპყრობის ახალ ფორმად მიიჩნევს. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა დაანახვოს მსოფლიოს, რომ დემოკრატიული არჩევნების უფლებას არ დათმობს.

"არ ვაღიარებთ არჩევნებს. არ ვეგუებით რუსეთს და მის ამ ფორმით შემოსვლას საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას. ჩვენ დავდგებით ერთად, ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ სწორედ ევროპულ მომავალს, ქარტიას… მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ 7 საათზე, რუსთაველზე, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და ის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ამას ერთად ვიტყვით - ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა, ყველანი ერთად გამოვუცხადებთ მსოფლიოს ამას.

მინდა ასევე მივმართო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრიდან, ყველანი მადლობელი ვართ, მაგრამ საზღვრებს გარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის, ევროპული მომავლის დაცვა - ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება",
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.