ახალი ამბები
პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

„თუმცა რჩება რაღაც ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მინდა, რადგან ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი იყო ნათელი. არ გვაქვს უფლება რომ დავტოვოთ გაურკვეველი საკითხები ან სპეკულაციების საკითხები. ინტერპრეტაციები ეხება ამ ქარტიის ბოლო წინადადებას, რომელიც ამბობს, რომ ასევე ვდებთ პირობას რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

ვაპირებ, წარვადგინო საქართველოს ტექნიკური მთავრობა, რომელიც ასევე საზოგადოებას 26 მაისს წარვუდგინე, რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის ის, რომ პოლიტიკოსებმა ისევე მანდატები გადაინაწილონ და მთავრობა შექმნან ამ ეტაპზე, ამ გარდამავალ ეტაპზე და შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ რაღაც თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან. ეს, არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო. ვთვლი, რადგანაც ჩემი წარსადგენია, უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ცხადია, პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე. ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია და არა მხოლოდ ინტერპრეტაცია, მგონი და შეგიძლიათ დაუბრუნდეთ 26 მაისის სიტყვას ძალიან გაშლილად, სანამ პარტიებს მოვიყვანდი ხელმოსაწერად. ამიტომ, ვთვლი, რომ არ შეიძლება ეს ბოლომდე გაურკვეველი დარჩეს. დღეს არის რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები და მგონი, რომ დრო არის პარტიებმა გადაწყვეტილება მიიღონ, რამდენად არიან ამ ქარტიის ბოლომდე არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგული, არამედ, მისი ყოველივე სიტყვის იმიტომ, რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე რაღაც გაუგებრობა იყოს.

ამ ქვეყნის სტაბილურობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ - იმ დროს, როდესაც ამ ოთხ პარტიას შორის არის წარსული, ჯერ არ არის შექმნილი, რაც მე დარწმუნებული ვარ პარლამენტში შედგება, ანუ ის ურთიერთნდობა, მანამდე საჭიროა, რომ ძალიან გარკვეული იყოს, ამ ქარტიის უკან ვინ დგას ბოლომდე ერთგული. ამიტომ, ველოდები, რომ პარტიებმა დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ, ხელმოწერა უკან წაიღონ. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან. მე დარწმუნებული ვარ, ამით სტაბილურად, ძალიან გარკვევით მივალთ და გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს, ივნისში მიიყვანს ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნამდე, რომელიც, მე ვთვლი, რომ არის ჩემი პასუხისმგებლობა და რომელზეც მერე, ჩემი პასუხისმგებლობა უკვე მოხსნილი იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.