ახალი ამბები
„სკოლაში ღონისძიება არ ყოფილა რუსულ ენაზე“ - ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გავრცელებულ ვიდეოზე
უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, ღონისძიებაზე მყოფი მოსწავლეები ლექსებს რუსულ ენაზე ყვებიან. ვიდეოს ახლავს ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ:

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, სადაც ბავშვებს რუსულად წააკითხეს ლექსები. ვიდეოს გვერდის მომხმარებელი გვაწვდის“ - აღნიშნულია გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


აღნიშნულ გვერდზე ვიდეოს, ამ დრომდე, 53 000 ნახვა, 1000-მდე რეაქცია და 300 კომენტარი აქვს. ტელეკომპანია „ბორჯომის“ გვერდზე სპეციალურად არ ვასაჯაროებთ ვიდეოს, რადგან ჩანს არასრულწლოვანების სახეები. მათგან სამი მოსწავლე ლექსს, რუსულ ენაზე ყვება.


როგორც ირკვევა ვიდეო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაბის საჯარო სკოლაშია გადაღებული, სადაც ღონისძიება რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ინფორმაციის დასაზუსტებლად და თემაზე საპასუხოდ, ტელეკომპანია „ბორჯომი“, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ხათუნა ხარაზიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებას თავად არ ესწრებოდა, თუმცა ვიდეოს ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, კომუნიკაცია სკოლასთან ჰქონდა.


ხარაზიშვილის განმარტებით, სკოლაში ღონისძიება არ ყოფილა რუსულ ენაზე. როგორც თავად ამბობს, სკოლაში ჩატარდა შემაჯამებელი, ინტეგრირებული ღონისძიება, რომელიც სამ ენაზე: ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე მიმდინარეობდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ვიდეოდან ამოჭრილია ქართულ-ინგლისური ვერსია და ამ ფორმატით გავრცელებული კონტენტი სპეციალურად, პოლიტიკური ელფერის მისაცემად გამოაქვეყნეს.

„დარწმუნებით, 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ღონისძიება არ ყოფილა რუსულ ენაზე. ეს იყო ჩვეულებრივი ინტეგრირებული ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ლექსები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე წაიკითხეს. მოგეხსენებათ, ინგლისური და რუსული ენები, როგორც უცხო ენები ისწავლება სკოლებში. ეს მოსწავლეები, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ ვიდეოში, არიან უკრაინელები და საუბრობენ რუსულ ენაზე. ასე რომ, აქ ვინმე ტაშს უკრავდეს რუსულს, გამორიცხულია და არ მომწონს, როცა სკოლის პოლიტიზირება ხდება“ - აცხადებს ხათუნა ხარაზიშვილი.


ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნულ ვიდეოს დეზინფორმაციას უწოდებს და ამბობს, რომ ამით მოატყუეს სოციალური ქსელის მომხმარებლები. აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ვიდეოში მყოფი მოსწავლეები (რომელთა სახეები იდენტიფიცირებადია) არიან არასრულწლოვანები და ინტერნეტ სივრცეში ამ ვიდეოს გავრცელებით, ირღვევა მათი უფლებები.


„ეს არის დეზინფორმაცია, რომელმაც მოატყუა სოციალური ქსელის მომხმარებლები. ასევე, დარღვეულია ვიდეოში მყოფი არასრულწლოვანების უფლებები, რადგან ჩანს მოსწავლეების სახეები. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვიდეო სპეციალურად გავრცელდა პოლიტიკური ელფერის მისაცემად, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სკოლაში ჩატარებული ეს ღონისძიება არ ყოფილა პოლიტიკური ხასიათის“ - ამბობს ხათუნა ხარაზიშვილი.


ჩვენს კითხვაზე „ვის ინტერესებში შედიოდა ამის გავრცელება?“ - გვპასუხობს, რომ არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ვიდეოს გავრცელების მიზანი სკოლის პოლიტიზირება იყო.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.