ახალი ამბები
საია წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის შემთხვევებზე მორიგ ანგარიშს აქვეყნებს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც ბოლო ათწლეულებია წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება, აქვეყნებს მორიგ ანგარიშს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინა პერიოდს შეეხება. ორგანიზაციის შეფასებით, მათ მიერ იდენტიფიცირებული ცხრა შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ცხრა შემთხვევიდან ექვსი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყო; ორი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“; ერთი კი - პლატფორმა „აირჩიე ევროპის“.

ანგარიშში მოხვდა შემდეგი შემთხვევები:

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას, 11 აგვისტოს სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს დაესხნენ თავს. მას სახეში ხელი მაშინ ჩაარტყეს, როცა ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა;

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებს თავს ქარელში დაესხნენ 8 სექტემბერს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს;

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ 19 სექტემბერს ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის დროს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები დაესხნენ თავს;

პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. ადვოკატისა და თვითმხილველების თქმით, პოლიციამ 16 სექტემბერს ზურაბ აბაევს ჯერ სცემა და შემდეგ დააკავა;

3 აგვისტოს ბათუმში პარტიის, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრები ამომრჩეველს ხვდებოდნენ, როცა პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. „დაპირისპირების მხოლოდ ვერბალური ხასიათის მიუხედავად, შეიქმნა ერთგვარი მტრული გარემო, რამაც შეხვედრის თავისუფლად ჩატარებას ხელი შეუშალა“, - აღნიშნავენ საიაში.

სიტყვიერი დაპირისპირება იყო 13 სექტემბერს ქუთაისში, პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. როგორც საია იუწყება, „შეხვედრაზე მივიდა ენმ-ის წარმომადგენელი. იგი აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას“;

15 სექტემბერს კი „აირჩიე ევროპის“ წარმომადგენლებს რუსთავში „რუსთავი მოლის“ დაცვამ არ მისცა ბროშურების დარიგების შესაძლებლობა.
რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ენმ-ის წარმომადგენელს, ბესო ქართველიშვილს, ავტომობილი დაუზიანეს;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში 15 სექტემბერს ავტომობილი დაუზიანეს „ქართული ოცნების“ წევრსა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ჯუმბერ იზორიას.

არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: რადიოთავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის
ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო,
- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
15:44 / 16.12.2024
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი
ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო
შეზღუდვების შემოღებაა,
14:04 / 16.12.2024
განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.