ბორჯომის 20 საჯარო სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო
სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო
ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
ბორჯომის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით,
გამოცდები ჩააბარეს და სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულნი არიან
დირექტორები შემდეგ საჯარო სკოლებში:
ნინო გელდიაშვილი ბორჯომის მე-4 საჯარო სკოლაში;
ლელა ლაფაჩი ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლაში;
ხათუნა გვიმრაძე ლიკანის საჯარო სკოლაში;
ხათუნა მაისურაძე ქვაბისხევის საჯარო სკოლაში;
ქეთევან არდაზიშვილი ჭობისხევის საჯარო სკოლაში;
ირინა ხელისუფალი წაღვერის საჯარო სკოლაში;
თამარ ბლიაძე ბაკურიანის საჯარო სკოლაში;
ლალი ხაჩიძე ყვიბისის საჯარო სკოლაში;
არპინე ბადალიანი ტაბაწყურის საჯარო სკოლაში.
რაც შეეხება იმ 11 სკოლას, რომლებსაც დირექტორის მოვალეობის
შემსრულებლები ჰყავს, მათი საკითხი გამოცდებით გადაწყდება, შემდეგ კი
სამეურვეო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოხდება თუ არა ამ
კანდიდატურების ოფიციალურად არჩევა სკოლის დირექტორის პოზიციის
დასაკავებლად.