ახალი ამბები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე განხორციელებულ ზეწოლასა და ცენზურის დაწესების მცდელობას ეხმაურება
ქარტია ეხმაურება 12 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ბრიფინგზე მედიის საყურადღებოდ გაკეთებულ განცხადებას. კალანდარიშვილმა მედიასაშუალებებს, კონკრეტულად კი „ტვ პირველს“, ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარადოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებაში დასდო ბრალი. ცესკოს თავმჯდომარე მათ, და მედიას საზოგადოდ, „ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში“, თანამშრომლობის საკითხის გადახედვით დაემუქრა.

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარის გაღიზიანება ცესკოში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირების ნათესაური კავშირების დასადგენად ტელეკომპანიის მიერ წამოწყებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოიწვია. მელაძემ კალანდარიშვილის განცხადება შეაფასა როგორც ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა მათი იძულების მიზნით, შეწყვიტონ გამოძიება, და სამართლებრივი დევნის დაანონსება იმ პირობებში, როცა სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში არ არის თავისუფალი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცესკოს თავმჯდომარეს შეახსენებს, რომ მედიას აქვს უფლება, თანამდებობის პირებს დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც საჯარო ინტერესს ემსახურება, ხოლო თანამდებობის პირების ვალდებულებაა, ამ შეკითხვას დროულად და ამომწურავად უპასუხონ. საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მმართველი პარტიის აქტიურ წევრებსა და მხარდამჭერებს შორის ნათესაური კავშირის დადგენა სწორედ ასეთ საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რამდენადაც მას არჩევნების ხარისხსა და შედეგებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია. ცესკოს ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნეიტრალურობა ცენტრალური საკითხია საარჩევნო პროცესის სანდოობის შესაფასებლად.

უკვე წლებია, საჯარო სტრუქტურები და საჯარო ინფორმაცია პრაქტიკულად დახურულია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის. ეს გარემოება განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინასაარჩევნო ფაზაში, როცა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ცესკოს თავმჯდომარემ და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა კარგად უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, რომლის ინფორმირებისთვისაც მუშაობს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, და მედიასთან ურთიერთობისას ამ პასუხისმგებლობის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარდაიცვალა საციგაო სპორტის
ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ ქუმარიტაშვილი. სამწუხარო
ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.ვლადიმერ ქუმარიტაშვილი
ბაკურიანელია.
15:04 / 09.10.2024
გარდაიცვალა საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ ქუმარიტაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.ვლადიმერ ქუმარიტაშვილი ბაკურიანელია.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა
13:08 / 09.10.2024
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის
10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
13:51 / 03.10.2024
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის 10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
ბორჯომის ისტორიული არეალის
რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
09:53 / 03.10.2024
ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26
ოქტომბერს გაიმართება.
12:01 / 01.10.2024
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.