შაბათს ბორჯომობაა - რა ჯდება სახალხო დღესასწაული და როგორია პროგრამა
14 სექტემბერს, ბორჯომში ქალაქის
დღესასწაული „ბორჯომობა“ იმართება.
ღონისძიების ჩატარებაზე
პასუხისმგებელია შპს „გეოპროფი“, კომპანიამ ტენდერი მოიგო და ქალაქის
დღესასწაულის ჩასატარებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან (ადგილობრივი
ბიუჯეტი) 108 088 ლარს მიიღებს.
სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ „ბორჯომობის“ პროგრამა უნდა
შეესაბამებოდეს ზღაპარს „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ და შესაბამისად
პერსონაჟებიც დღესასწაულზე, ამ ზღაპრის გმირები იქნებიან.
108 088 ლარში გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობები, პერსონაჟების
მოწვევა, სცენა, სარეკლამო ბანერი, ინსტალაციები, ხის დახლები
გამოფენა-გაყიდვისთვის. კონცერტის წამყვანის ანაზღაურება.
ღონისძიების შემდეგ საზეიმო ვახშამია დაგეგმილი 150 სტუმარზე,
სატენდერო დოკუმენტებით ვახშმისთვის გათვალისწინებულია 15 000
ლარი.
ბორჯომობის პროგრამა კი ასე გამოიყურება:
12:00 საათი - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
16:00 საათი – სპორტული ღონისძიება. მარათონი, პლატოს აღმართი.
17:00 საათი - საბავშვო ღონისძიებები ინსტალაციები, პერსონაჟები,
გასართობი აქტივობები.
18:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
19:00 საათი -ოფიციალური პირების მილოცვა ბორჯომელებსა და ბორჯომის
სტუმრებს. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.
19:30 საათი- გალა-კონცერტი, მონაწილეები ,,ოჩოს ქოხი"
21:00 საათი – ფეიერვერკი