ბორჯომის 24 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები აირჩიეს
7 სექტემბერს, N36 ბორჯომის საოლქო
საარჩევნო კომისიამ,
საუბნო საარჩევნო კომისიის
ხელმძღვანელი პირები და კომისიის წევრები აირჩია. ჯამში, 24 საარჩევნო
უბანზე 192 ხელმძღვანელი/წევრი აირჩა.
2-5 სექტემბერს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება
ჰქონდათ განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური
ელქტრონული პლატფორმის საშუალებით.
წელს პირველად სავალდებულო იყო კონკურსანტებისთვის საარჩევნო მოხელის
სერტიფიკატი. რაც ნიშნავს იმას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების
წევრობის და უბნის თავმჯდომარის კონკურსში მონაწილეებს აქვთ საარჩევნო
სამართალში შესაბამისი ცოდნა.
"ამ სტანდარტებს ცესკო ნერგავს იმისათვის, რომ საარჩევნო
უბანზე ამომრჩევლის მომსახურება უფრო და უფრო დაიხვეწოს და გახდეს
უკეთესი რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა იყოს მიუკერძოებელი და
პროფესიონალიზმზე დაფუძნებული.
ჩვენის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია, მოვუწოდებთ საარჩევნო
პროცესებში ჩართულ მხარეებს ნუ შეეცდებიან ახლად არჩეული საუბნო
საარჩევნო კომისიების წევრების და მათი საქმიანობის წინასწარ
დისკრედიტაციას." - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.