ხანძარი ახალდაბის ტყეში ლიკვიდირებულია
ხანძარი ახალდაბის ტყეში
ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს
მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის
მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები
მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
ხანძარი ბორჯომში, დაბა ახალდაბაში გუშინ 3 სექტემბერს გაჩნდა.
რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხენძრე-მაშველები ადგილზე გუშინ 19:00 საათიდან მუშაობდნენ.
ხანძრის ღია კერები მიუდგომელ ადგილზეა, რთულია ტექნიკის
გადაადგილება. ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის კერებამდე
გზების მიყვანა. ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა
და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150
მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე
შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია
მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით
ხორციელდება.