ახალი ამბები
"2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა" - საჯარო რეესტრი
,,ორშაბათი, 2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა. საჯარო რეესტრი არ არის მოწოდებული ვინმე დააჯარიმოს. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ეს პროცედურა და დავეხმაროთ ყველა ორგანიზაციას, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. ‘’- ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა.



დავით დევიძის განმარტებით, საჯარო რეესტრი მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც რეგისტრაციის პროცესში კითხვები გაუჩნდება.



,,ვეწევით საინფორმაციო კამპანიას. ყველა წერილს და კითხვას, რაც შემოდის, ვპასუხობთ სრულყოფილი განმარტებით. ჩვენი მიზანია, ხარვეზების დადგენის შემთხვევაში ვეთანამშრომლოთ, ვესაუბროთ ორგანიზაციებს. ვუხსნით, კონკრეტულ ველში რა ჩაიწეროს - ამაზე სატელეფონო კომუნიკაცია გრძელდება საათობით.



120 იუსტიციის სახლია საქართველოში. ყველა თანამშრომელი დატრეინინგებულია და გადამზადებულია. ყველგან შეიძლება ამ განცხადების ჩაბარება. ძალიან გთხოვთ, რომ არავის დასჭირდეს ისეთი პროცედურა, როგორიც არის ჯარიმები. საჯარო რეესტრი ყველანაირად მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს მათ.“
- განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.