ახალი ამბები
ცნობილია, ვინ იმუშავებს „აგენტების კანონის“ აღსრულებაზე
საჯარო რეესტრში შექმნილი ახალი ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ვინაობა ცნობილია. ესაა დეპარტამენტი, რომელსაც იუსტიციის მინისტრმა „აგენტების კანონის“ აღსრულება დაავალა.

სამივე მათგანს საჯარო რეესტრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:

დეპარტამენტის უფროსი - სანდრო კირვალიძე (2015 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში);
რეგისტრაციის სამსახურის უფროსი - თინათინ ღუღუნიშვილი (2018 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში);
მონიტორინგის სამსახურის უფროსი - ირაკლი კერვალიშვილი (2014 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში).

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.


წყარო:რადიოთავისუფლება
ფოტო: პუბლიკა


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი
სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა
11:50 / 03.11.2024
სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები
საშობაო ბაზრებს პირველ რიგში ევროპას უკავშირებენ,
08:44 / 03.11.2024
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები საშობაო ბაზრებს პირველ რიგში ევროპას უკავშირებენ,
„იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს
შედეგებს ლართან მიმართებით,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს
ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო
„პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
15:31 / 31.10.2024
„იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ,
მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე,
ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან
ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას
უწყება ავრცელებს.
10:33 / 31.10.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო
„თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
17:58 / 28.10.2024
ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.