ახალი ამბები
ხანძარი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის გამო. ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მართავს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 11 აგვისტოს საღამოს, რამდენიმე აფეთქების შემდეგ სადგურის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე ძლიერი, მუქი კვამლი იყო. სააგენტოს ექსპერტებს სადგურიდან აცნობეს წყლის გაგრილების ერთ-ერთ სისტემაზე დრონით სავარაუდო შეტევის შესახებ.

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურის გაგრილების სისტემას ხანძარი გაუჩნდა უკრაინული დრონით დარტყმის შედეგად, თუმცა უშუალოდ ენერგობლოკებს საფრთხე არ შეჰქმნიათ და არც რადიაციული ფონი არ შეცვლილა.

დღეს, 12 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მმართველმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ 12 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაასახელა საოკუპაციო ძალების გულგრილობა ან ცეცხლის განზრახ გაჩენა.

ენერგოკომპანია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შენობებს, მათ შორის წყლის გამაგრილებელ ნაგებობებს, იყენებს სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობებად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხანძრის გაჩენის საფრთხეს.

„ენერგოატომის“ ინფორმაციით, წყლის გაგრილების სისტემა, სადაც 11 აგვისტოს საღამოს ხანძარი გაჩნდა, სადგურის ენერგობლოკებიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის თანახმად, ხანძრის შედეგად სადგურის უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის დონის მომატება არ დაუფიქსირებიათ.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენაში რუსეთი დაადანაშაულა. 11 აგვისტოს ღამით, ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა, მისი ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლიდან გადაღებული ვიდეო, რომელიც ხანძარს ასახავს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად რადიაციის მაჩვენებლები ნორმაშია, მაგრამ სანამ „რუსი ტერორისტები" ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს ინარჩუნებენ, სიტუაცია ნორმალური ვერ იქნება. ზელენსკი მსოფლიოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას ელოდება და აცხადებს, რომ სადგურს სრულად უსაფრთხოს გახდის მხოლოდ უკრაინის კონტროლის აღდგენა.

რუსეთის წარმომადგენლობამ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა სათავო ოფისები ვენაშია, მოითხოვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაასახელოს კონკრეტული დამნაშავე მხარე.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.




წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.