თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ესტუმრა
10:27 / 31.07.2024
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი
საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა.ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების
მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად რეკრუტთა
საწვრთნელი ასეულის სასწავლო პროცესს დაესწრო. საკონტრაქტო სამხედრო
სამსახურის მომავალი სამხედროები საწყისი საბრძოლო მომზადების
პროგრამის ფარგლებში ტაქტიკურ გადაადგილებაში, საცეცხლე მომზადებაში,
ტოპოგრაფიასა და სხვა დისციპლინებში მზადდებიან.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის
საინფორმაციო ბრიფინგი მოისმინა, ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო
და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი პირად შემადგენლობას
გაესაუბრა და ქვედანაყოფის განვითარების სამომავლო გეგმებზე
იმსჯელა.
ახალქალაქის სამხედრო ნაწილში ირაკლი ჩიქოვანი „ჯარის ბანაკის“
მოსწავლეებსაც შეხვდა, რომლებიც მათზე მორგებული პროგრამის ფარგლებში
სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას სწავლობენ. დღეს „ჯარის ბანაკის“
მონაწილეებს მეცადინეობები პირველად სამედიცინო დახმარებასა და
საინჟინრო მომზადებაში ჩაუტარდათ. დღესვე თავდაცვის მინისტრმა „ჯარის
ბანაკის“ ბავშვებთან ერთად ისადილა და მათგან პირადად მოისმინა
ბანაკში მიღებული შთაბეჭდილებები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.