ახალი ამბები
რა მოსდის საპენსიო დანაზოგს პირის გარდაცვალების შემთხვევაში?
2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 529 ათასი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11 114-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 38.9 მლნ ლარი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის სის­ტე­მა 2019 წლი­დან მოქ­მედებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­პენ­სიო სქე­მა­ში ჩართული მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ან­გა­რიშ­ზე მათი ხელ­ფა­სის 6% ირი­ცხე­ბა. კერძოდ, 2%-ს თა­ვად და­საქ­მე­ბუ­ლი, 2%-ს დამ­საქ­მე­ბე­ლი, ხოლო და­ნარ­ჩენ 2%-ს სა­ხელ­მწი­ფო იხ­დის.

მართალია სისტემის ამოქმედებიდან რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა მოქალაქეებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით მაინც აქვთ გარკვეული კითხვები, მაგალითისთვის რამდენად დაცულია მათი საპენსიო აქტივები, როგორ, როდის ან რა საფუძვლით არის საპენსიო აქტივის მიღება შესაძლებელი, რა მოსდის საპენსიო დანაზოგს პირის/მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხების მიღება მოქალაქეებს, თავად საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე შეუძლიათ. გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას და მასზე საპენსიო სააგენტოს პასუხს:

რა მოსდის საპენსიო დანაზოგს მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

მონაწილის გარდაცვალების შემთვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებს შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრე(ებ)ს.

საპენსიო სააგენტოსთვის მონაწილის მემკვიდრის სათანადო მომართვის შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.

რა საფუძვლით არის შესაძლებელი დაგროვებით პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება?

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;

მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;

საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;

საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის
ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო,
- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
15:44 / 16.12.2024
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.