ახალი ამბები
როდის გახდება ცნობილი ეროვნული გამოცდების შედეგები
2024 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 93%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 71%. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 79%-მა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი - 84%-მა. იყო გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევაც დამხმარე მასალის სარგებლობის მცდელობის გამო.


„წლევანდელმა გამოცდებმა, ვფიქრობ, წარმატებით ჩაიარა, რაც ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის ორგანიზებაში ჩართული თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგებით დაიწყება. რაც შეეხება სხვა საგნებს, შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. გამოსაცდელი მიღებული ქულისა და საკუთარი ნაშრომის ნახვას შეძლებს ვებგვერდზე: online.naec.ge.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო აბიტურიენტებს, რომ მათ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. ამიტომ მინდა ვთხოვო მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედონ საკუთარ არჩევანს და, სურვილის შემთხვევაში, შეიტანონ ცვლილება პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ცვლილებები შენახვის ღილაკის გამოყენებით დაიმახსოვრონ,“
- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი.


საქართველოს მასშტაბით 2024 წელს გახსნილი იყო სულ 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.