გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 26 – 28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით
წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4
ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა
საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).