ახალი ამბები
იურიდიულმა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
„ამნისტიის შესახებ“ ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხს დღეს, 19 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

კანონპროექტის შესახებ შენიშვნები ძირითადად საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩი“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს. „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ რამდენიმე სადისკუსიო პრინციპი დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ მას კონკრეტული შენიშვნების აქვს, პრინციპების დონეზე საკითხის პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა. ამნისტიას ემხრობა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯიაც. ოპოზიციის უმრავლესობას კი ე.წ. აგენტების კანონის მიღების გამო, პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.


„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას, იაგო ხვიჩიამ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა, მთავარ პრინციპად აიღოს დაზარალებულისა და მსჯავრდებულის შერიგება.

გარდა ამისა, ხვიჩია ხელისუფლებას კანაფის თემაზე სხვა ნარკოტიკული ნივთიერებისგან განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. მისი თქმით, საქართველოში კანაფის მოხმარება ლეგალურია, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებენ: „ადამიანებს ერთი ლეგალური გზაც კი არ აქვთ იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიცემული უფლების რეალიზაცია მოახდინონ“.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც იაგო ხვიჩია შეეხო, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. „გირჩის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ ამნისტია არ ეხება საზღვრის უკანონო გადაკვეთას, იმის გამო, რომ ამნისტია სააკაშვილზე არ გავრცელდეს.



„ადამიანებს ციხეში ტოვებთ, ეს უკვე სააკაშვილის მიერ გაკეთებული ცუდი საქმე არ იქნება, ეს იქნება ჩვენი გაკეთებული ცუდი საქმე, - აღნიშნა ხვიჩიამ და განაგრძო, - სამოხელეო დანაშაულის მთელი თავია ამოღებული და ამნისტია მასზე არ ვრცელდება. მესმის, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ამბავია მიხეილ სააკაშვილისთვის ამნისტიის შეხება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ციხეში იმავე მუხლებით სხედან, რაც სააკაშვილს აქვს მისჯილი, მათი ციხეში დატოვება არ არის სამართლიანი“.

ხვიჩიას განცხადებით, ამნისტია, ასევე, არ ეხება დანაშაულის დაფარვას, თუმცა ვრცელდება თავად დანაშაულის ჩამდენზე. „გამოდის, რომ ამ პროექტის მიხედვით, დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული გარეთ იქნება, ხოლო, ვინც დაფარა - არა“, - შენიშნა მან.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამნისტია ასევე არ ვრცელდება დანაშაულის მცდელობასა და მომზადებაზე: „იქნებ განსხვავება გავაკეთოთ, ჩადენილი დანაშაული და მცდელობა სხვადასხვა რამ არის. ზოგადი წესი, ერთი მეექვსედით შემცირების შესახებ გავრცელდეს დაუსრულებელ დანაშაულზე“.


„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა ისეთ მუხლზე, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კრიმინოგენური სიტუაცია, მომეტებული საფრთხე, საზოგადოების დაცულობის ინტერესი, დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინება, ეს ერთობლიობაში ქმნის ხედვას, რა კატეგორიის მუხლებზე უნდა გავრცელდეს ამნისტია და რაზე არა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კანონპროექტის მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა იაგო ხვიჩიას უპასუხა, რომ უფრო მსუბუქი, ჰუმანური მიდგომები არის კანაფისა და მარიხუანის შემთხვევებზე.

სხდომის დასასრულს ოხანაშვილმა ამნისტიის პროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე დასვა აქცენტი. „მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ხომ არ არის სივრცე, ანალიზის გათვალისწინებით, გადაიხედოს ამნისტიის გავრცელების არეალი. საკითხი ერთია: კიდევ უფრო მეტ მუხლს ხომ არ შეეხოს ამნისტია. ჩვენი ამოცანაა ისეთი ფორმის მიცემა კანონისთვის, რომელიც იქნება დაბალანსებული... არ არსებობს უფლება ამნისტიაზე, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ნებისმიერ ადამიანზე“.



წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.