23-დან 30 ივლისის ჩათვლით ბორჯომი ჯუნგლი ქართველიშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლებს ფეხბურთში
23-დან 30 ივლისის ჩათვლით ბორჯომში
გაიმართება ჯუნგლი ქართველიშვილის სახელობის ტურნირი
ფეხბურთში.
თამაში გაიმართება ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალურ
საფეხბურთო მოედანზე.
ტურნირის მასპინძელია საფხბურთო გუნდი „ბორჯომი 2013“.
ტურნირში იასპარეზებენ 2012 წელს დაბადებული სპორტსმენები.
ტურნირის გახსნა მოეწყობა ბორჯომში, 23 ივლისს, 16:30 საათზე.
ტურნირზე იასაპარეზებენ:
ბორჯომის „ბორჯომი,“
ბორჯომის სასპორტო სკოლის საფხბურთო გუნდი,
ბათუმის "ვესტჯორჯია"
ფოთის „ფოთი,“
ტენგიზ სულაქველიძის აკადემიის საფეხბურთო გუნდი,
გორის „დილა,“
ადიგენის „ზარზმა,“
ხაშურის „ივერია.“