დღეს, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე-100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე-100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-100
კილომეტრზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15
ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა
პერიოდულად შეიზღუდება" - წერია განცხადებაში.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული,
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილების გატარება ეტაპობრივად
მოხდება.