ახალი ამბები
მსოფლიო მოსახლეობა ბერდება - გაეროს ანგარიში
მსოფლიოს მოსახლეობა პიკს 2080-იანი წლების შუა პერიოდში მიაღწევს. ამის შესახებ გაეროს უახლეს ანგარიშში წერია. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 8,2 მლრდ ადამიანიდან მომდევნო 60 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 10,3 მლრდ იქნება. 2100 წელს კი, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ, 6%-ით ანუ 700 მლნ-ით ნაკლები იქნება, ვიდრე ათი წლის წინ იყო მოსალოდნელი.

”ბოლო წლებში დემოგრაფიული ლანდშაფტი მნიშვნელოვნად განვითარდა” - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, ლი ჯუნხუამ. „ზოგიერთ ქვეყანაში შობადობა ახლა უფრო დაბალია, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი და ჩვენ ასევე ვხედავთ ოდნავ უფრო სწრაფ შემცირებას ზოგიერთ მაღალნაყოფიერ რეგიონში“.

მოსახლეობის ადრეული პიკი განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის შობადობის დაბალი დონე მსოფლიოს ზოგიერთ დიდ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩინეთში. გლობალურად, ქალებს ერთი შვილით ნაკლები ჰყავთ, ვიდრე 1990 წელს. ანგარიშში წერია, რომ ყველა ქვეყნის და რეგიონის თითქმის მეხუთედს, მათ შორის ჩინეთს, იტალიას, კორეის რესპუბლიკას და ესპანეთს, ახლა "ულტრა დაბალი" ნაყოფიერება აქვს.

2024 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის რაოდენობამ პიკს მიაღწია 63 ქვეყანაში და რაიონში, მათ შორის ჩინეთში, გერმანიაში, იაპონიასა და რუსეთში. ამ ჯგუფის მთლიანი მოსახლეობის პროგნოზი 14%-ით შემცირდება მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში. კიდევ 48 ქვეყანასა და რაიონში, მათ შორის ბრაზილიაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, თურქეთსა და ვიეტნამში, მოსახლეობის რაოდენობა პიკს 2025-2054 წლებში მიაღწევს. ამერიკის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 2054 წლისთვის გაიზრდება და, პოტენციურად, პიკს საუკუნის მეორე ნახევარში ან მოგვიანებით მიაღწევს.

2024-დან 2054 წლამდე მოსახლეობის რაოდენობის გაორმაგებას პროგნოზირებენ ანგოლაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ნიგერსა და სომალიში.

ადრეული ორსულობა კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 2024 წელს 4,7 მილიონი ბავშვი, ანუ 3,5% მთელს მსოფლიოში, 18 წლამდე დედებმა გააჩინეს. მათგან დაახლოებით 340 000 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა გააჩინეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა ორივეს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

2070-იანი წლების ბოლოსთვის პროგნოზირებენ, რომ 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა რიცხვი გადააჭარბებს ბავშვების რაოდენობას (18 წლამდე), ხოლო 80 წლის და მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჩვილების რაოდენობა.

2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ სწრაფად იზრდებიან და ჰყავთ შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობა, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა რიცხვი გაიზრდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.