ახალი ამბები
„შეთანხმებულია საკითხების უდიდესი ნაწილი“ - საქართველოში 4 პარტია გაერთიანებაზე მოლაპარაკებას მართავს
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ 25 ივნისს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში დაწერა, რომ 8 ივლისამდე შეთანხმდებიან არჩევნებში მონაწილეობის კონფიგურაციებზე. ექვსიდან ოთხი პარტია საპარლამენტო არჩევნებში საერთო სიით მონაწილეობის საკითხზე ამ წუთებშიც მართავს მოლაპარაკებას.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, მისმა პარტიამ, „ლელომ“, „დროამ“ და „ახალმა“ საკითხების დიდი ნაწილი უკვე შეათანხმეს.

„ორი-სამი დღის განმავლობაში ძალიან სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ახლაც მიმდინარეობს შეხვედრა, ყველა მონაწილე მხარე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „დროა“ და „ახალი“ მოტივირებული არიან, რომ დღესვე იყოს გადაწყვეტილება მიღებული. გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც ხელი მოეწერა. შეთანხმებული არის საკითხების უდიდესი ნაწილი, მხოლოდ რამდენიმე დეტალი არის შესათანხმებელი და ამაზე მიდის საუბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს [8 ივლისს], საღამოს მოესწრება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუკი ბუკვალურად დღეს ვერ მოესწრო, ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება არ არის. დიდი პროპორციით, თითქმის მიღებულია გადაწყვეტილება“, - თქვა კობერიძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში.

პოლიტიკოსმა არ დაასახელა შეუთანხმებელი საკითხები, თუმცა აღნიშნა, რომ არ ყოფილა ისეთი ფუნდამენტური რამ, რის გამოც მოლაპარაკება ვერ ხდება.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკის შექმნა, ამიტომ მათ მოუწევთ ერთი პარტიაში გაერთიანება. „არის შეთანხმებები, როგორ იმუშავებენ პარტიები ერთ კონკრეტულ სუბიექტში. არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული პარტია, რომელზეც აეწყობა ერთობა“, - დაამატა ცოტნე კობერიძემ.

მოლაპარაკების არ მონაწილეობს „ევროპული საქართველო“, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას არ შეუერთდა. „ევროპული საქართველოს“ 8 ივლისის განცხადებაში წერია, რომ „საუკეთესო სინერგია აქვს „ევროპული საქართველოს“, „ახლის“ და „ლელოს“ საარჩევნო ერთეულად ქცევას“. როგორც ოპოზიციური პარტია აცხადებს, მათ საჯაროდ და არასაჯაროდაც, მიმართეს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, „თუმცა, საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ დუმილია“.

ცოტნე კობერიძის განცხადებით კი პროცესში „ევროპული საქართველო“ ჩართული არ ყოფილა.

„მე მინდა, რომ „ევროპული საქართველო“ იყოს ამის ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, ხელმომწერ დოკუმენტზე „ევროპული საქართველო“ არ ყოფილა და სკეპტიკურად უყურებდა ამ სიტუაციას“, - თქვა კობერიძემ. მან დაამატა, რომ შეიძლება, „ევროპულ საქართველოსთან“ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

დღეს, 8 ივლისს, ცალკე პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია აქვთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, რომლებიც, ასევე, არიან 25 ივნისის დეკლარაციის ხელმომწერები.



წყარო: რადიო თავისუფლება


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.