ახალი ამბები
„პური ისევ ძვირი დარჩა ქვეყანაში, გაიაფდა მხოლოდ ფქვილი და ხორბალი“
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი მოქმედებს. აღნიშნული განკარგულება მთავრობამ 2023 წლის 12 ივნისიდან აამოქმედა, რომელსაც 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ემოქმედა, თუმცა 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

თავდაპირველად, ბაჟი ტონაზე 50 ლარს შეადგენდა, მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად, მთავრობაში ადგილობრივი მეხორბლეებისა და წარმოების წახალისებას ასახელებდნენ.

როგორც მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, საიმპორტო გადასახადის დაწესება სწორი იყო, თუმცა ამას მუდმივი დაკვირვება და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა სჭირდებოდა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ხან გადაწყვეტილების მიღება დაგვიანდა, ხანაც დაწესებული ბაჟი არასაკმარისი აღმოჩნდა, ამან მეხორბლეებზე ეფექტი ვერ მოახდინა. როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, გადაწყვეტილებამ დადებითად მხოლოდ წისქვილებზე იმოქმედა, თუმცა ისინიც ნახევარი დატვირთვით ამუშავდნენ, რადგან ქვეყანაში ფქვილი მაინც იაფად შემოდიოდა. შედეგად კი, „პური ისევ ძვირი დარჩა ქვეყანაში, გაიაფდა მხოლოდ ფქვილი და ხორბალი“.

„ეს იყო ფერმერებისთვის გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ რეალურად, მათზე ეფექტი ვერ მოახდინა. ამან უფრო იმოქმედა იმ კუთხით, რომ წისქვილები ამუშავდნენ. თუმცა, როგორც თვითონ ამბობენ, ნახევარი დატვირთვით მუშაობენ, რადგან ფქვილი მაინც იაფად შემოდიოდა ქვეყანაში. დაწესებული გადასახადები (ფქვილის საიმპორტო გადასახადი) იყო კარგი, ამას სჭირდებოდა ინტენსიური დაკვირვება და მუდმივი კონტროლი. იმიტომ, რომ იქ კურსის ცვლილება იყო, ვალუტის რყევა რუსეთში, მალე გაიაფდა და იმ დადგენილმა ფასებმა რაც იყო, ვერ იმუშავა ფერმერების სასარგებლოდ. ჩვენ რომ ვამბობთ, ფერმებმა ხორბალი თვითღირებულებაშიც ვერ გაყიდეს, ვგულისხმობთ იმას, რომ 70 თეთრი იყო შეთანხმება და 50 თეთრებში მოუწიათ გაყიდვა, რაც არის, ჩათვალეთ, მინუსში გასვლა. ამიტომ, უჭირს ამ სექტორს ძალიან.

ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეფექტური ფასები უნდა დაედოს და ეს ყველაფერი გაკონტროლდეს. ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები არის კარგი, მაგრამ ეფექტი ვერ აქვს, რადგან ან გვიანდება ამ გადასახადის შემოღება, ან არასაკმარისი ფასი (საიმპორტო გადასახადი) ედება, ისე, რომ ღირებულება ვერ იზრდება ადგილობრივ ბაზარზე. შედეგად, პური ისევ ძირი დარჩა ქვეყანაში, გაიაფდა მხოლოდ ფქვილი და ხორბალი“,-
ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.


წყარო:ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
24 დეკემბერს ლარის მიმართ
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური
კურსი ასეთია:
07:43 / 24.12.2024
24 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის
დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს
გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
16:44 / 23.12.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.