ახალი ამბები
„ბორჯომის“ განახლებული ვიზუალური იდენტობა - უცვლელი „ბორჯომი“ ახალი შეფუთვით
მინერალური წყალი „ბორჯომი” შეფუთვას
აახლებს. 135 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი,
განახლებული ვიზუალური იდენტობით,
საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე, ეტაპობრივად გამოჩნდება.
ახალი ვიზუალური იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა
შთაგონებული. განახლებულ შეფუთვაზე გამოკვეთილია „ბორჯომის” მთავარი
სიმბოლო - ირემი, ის ბოთლის როგორც წინა, ასევე ეტიკეტის ცენტრალურ
მხარესაა განთავსებული. კიდევ უფრო მეტად არის აქცენტირებული,
ისტორიის მანძილზე „ბორჯომის” მთავარი კომპოზიცია - ბორჯომის მთები
ლოგოტიპთან, ირემთან და ბიუვეტთან ერთად, ოვალის თანამედროვე ვიზუალის
გამოსახულებაში გაერთიანდა.
ასევე გამოკვეთილია სახელწოდება, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე
ეტიკეტის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება. უცვლელი დარჩა „ბორჯომის“
მწვანე ფერის თავსახური. განახლებული შეფუთვა ბრენდის პრემიალურობას
კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.
პირველი ქართული მინერალური წყლის,
„ბორჯომის“ რედიზაინზე ბრიტანულმა ბრენდინგ სააგენტო Osbornepike-მა
იმუშავა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალ შეფუთვას
„ბორჯომის“ მემკვიდრეობისთვის და მრავალწლიანი ისტორიისთვის გაესვა
ხაზი. ამავდროულად, განახლებული ვიზუალური იდენტობა შესაძლებლობას
აძლევს ბრენდს გააფართოვოს კატეგორიები და შეინარჩუნოს კავშირი
პორტფელში არსებულ პროდუქტებთან, რომლის ნათელი მაგალითიც „ბორჯომის”
ლიმონათია.
გააზიარეთ :