რომელი პროდუქტები გაიაფდა ივნისში
საქსტატის მიხედვით, 2024 წლის
ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში
-0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის ივნისში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა ხახვი, წიწიბურა და
ანტიბიოტიკები.
უფრო კონკრეტულად:
ხახვი - 33%
წიწიბურა - 27%
კიტრი - 22%
ნათურა - 19%
ლიმონი - 17%
მზესუმზირის ზეთი - 14%
სიმინდის ფქვილი - 13%
მარგარინი - 11%
მაკარონი და მაკარონის ნაწარმი - 10%
მანანის ბურღული - 9,4%
წყარო: ბიზნესპრესნიუსი