ახალი ამბები
მეწყერი, ქვათაცვენა, ღვარცოფი - ბორჯომის რომელ დასახლებებშია მოსალოდნელი სტიქიური პროცესები
„სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტიდან, ხუთი მეტეოსადგურის
მონაცემებით (ახალქალაქის გარდა) 2023 წელს მეტი ნალექი მოვიდა
საშუალო მრავალწლიურ ნორმასთან შედარებით.
რაც სტიქიური გეოლოგიური
პროცესების გააქტიურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს
წარმოადგენს.“ - ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს
გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებისა და პროგნოზების
შესახებ 2024 წლის საინფორმაციო ბიულეტენში.
ბიულეტენში აღნიშნულია სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში
მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესები.
2023 წელს სამცხე-ჯავახეთში მონიტორინგი განხორციელდა ორჯერ,
გაზაფხულზე და შემოდგომაზე.
2024 წლის პროგნოზი ასეთია:
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები მოსალოდნელია სოფელ
დგვარში, ტაძრისში, საკირეში, დიდ მიტარბში, ყვიბისში,
ბაკურიანში.
ქვათაცვენები მოსალოდნელია ახალდაბა-ბორჯომის და
ბორჯომ-ბაკურიანი-ცხრაწყაროს დამაკავშირებელი საავტომობილო გზების
გასწვრივ.
ღვარცოფული საშიშროების ქვეშ იმყოფება ქალაქი ბორჯომი, ასევე სოფელი
დაბა, ტიმოთესუბანი, წაღვერი და საკირე.
ნაპირგარეცხვები მოსალოდნელია დვირსა და
ტაძრისში.
გააზიარეთ :