ახალი ამბები
საქართველოსთვის EU-ის კარი დაიხურება, თუ მთავრობა იგივე გზით სიარულს გააგრძელებს - ჯოზეფ ბორელი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა დაიხურება, თუ საქართველოს მთავრობა იმავე გზით გააგრძელებს სვლას.

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე, ბორელმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის დაკარგვით, ქართველი ხალხი დაზარალდება.

"ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ერთი რამ ცხადია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და შედეგად, საფასურს ქართველი ხალხი გადაიხდის და დაზარალდება. ევროპული პერსპექტივა შემცირდება, გაუქმდება კიდეც. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი არ იქნება ღია", - აღნიშნა ბორელმა.

ბორელმა განაცხადა, რომ დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ. მისი განმარტებით, საგარეო საქმეთა მინისტრებს წარედგინებათ სრული ანალიზი, გეგმა განსხვავებულ ზომებთან დაკავშირებით, რისი გაკეთებაც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს ის, რაც საქართველოში ხდება. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს ზიანი მოქალაქეებს მიადგეთ.

"არის ზომები, რომელთა მიღებაც მოკლევადიან პერიოდშია შესაძლებელი. მაგალითად, მშვიდობის ხელშეწყობის ევროპული ინსტრუმენტის ფარგლებში დახმარების შეჩერება, მაღალი დონის პოლიტიკური კავშირების შეჩერება, მთავრობისკენ პირდაპირ მიმავალი ზოგიერთი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება. ჩვენ არ გვინდა ტკივილი მივაყენოთ მოქალაქეებს",
- თქვა ბორელმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.