ახალი ამბები
„აშშ - 6 დოლარი, რუსეთი - 2.7 დოლარი“ - სად რამდენად ვყიდით ქართულ ღვინოს
იანვარ-მაისში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 35.8%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის პირველ 5 თვეში 103.25 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 140.26 მლნ დოლარის.

მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში გაზრდილია ქართული ღვინის ექსპორტი, თვიურად შემცირებულია. 2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, კლება 67.2%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, მაისში ექსპორტზე გავიტანეთ 14.08 მლნ დოლარის ქართული ღვინო, აპრილში კი 42.95 მლნ დოლარი.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გავიტანეთ ექსპორტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 74.5% იყო.

რამდენ დოლარად გაგვაქვს 1 ლიტრი ქართული ღვინო მსხვილ საექსპორტო ქვეყნებში. ათეულში წარმოდგენილ ქვეყნებში ყველაზე ძვირად ქართული ღვინო ამერიკაში იყიდება, ხოლო ყველაზე იაფად პოლონეთში.

უფრო კონკრეტულად, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

რუსეთი - 104.55 მლნ დოლარის 38.7 ათასი ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 2.7 დოლარი);
პოლონეთი - 6.443 მლნ დოლარის 2.61 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 2.5 დოლარი);
უკრაინა - 4.983 მლნ დოლარის 1 778 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 2.8 დოლარი);
ყაზახეთი - 3.751 მლნ დოლარის 1 199 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 3.1 დოლარი);
ბელარუსი - 3.011 მლნ დოლარის 1 073 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 2.8 დოლარი);
აშშ - 2.988 მლნ დოლარის 486.6 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 6.1 დოლარი);
ჩინეთი - 2.962 მლნ დოლარის 824.7 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 3.6 დოლარი);
გერმანია - 2.527 მლნ დოლარის 573.9 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 4.4 დოლარი);
ლატვია - 1.725 მლნ დოლარის 457.8 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 3.8 დოლარი);
ლიტვა – 878 700 დოლარის 243.6 ტონა (1 ლიტრის საშუალო ფასი 3.6 დოლარი).



წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.