21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და
ქარის გაძლიერება.
„თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს
შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34
გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი,
დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +25, +27 გრადუსი იქნება“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი
იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი
იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის
გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო):
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და
ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და
ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი
იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+33, +35 გრადუსი იქნება.