ახალი ამბები
„საშიშროებას წარმოადგენს მომსახურე პერსონალისთვის, ვიზიტორებისთვის“ - გეოლოგები წალკის კანიონის ბილიკზე
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს „დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მქონე მეწყრული და ქვათაცვენითი უბნები, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მომსახურე პერსონალისთვის, ვიზიტორებისთვის და იქ განთავსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის“,- ამის შესახებ გეოლოგების მიერ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ. საუბარია, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენზე - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“.

დოკუმენტის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საანგარიშო პერიოდში დათვალიერდა და შეფასდა 11 დასახლებული პუნქტი, სადაც საშიში გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციის ნიშნები ძირითადად არ ფიქსირდება ან იმდენად უმნიშვნელოა, რომ გარემოს სახეცვლაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს.

თუმცა, „დაშბაშის” კანიონის ტურისტულ ბილიკზე, მაღალი საშიშროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროებას წარმოადგენს, გადაუდებელი პრევენციულ-შემაკავებელი ღონისძიებების გატარება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს „დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მქონე მეწყრული და ქვათაცვენითი უბნები, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მომსახურე პერსონალისთვის, ვიზიტორებისთვის და იქ განთავსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის, მაღალი საშიშროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროებას წარმოადგენს, გადაუდებელი პრევენციულ-შემაკავებელი ღონისძიებების გატარება. წალკა თბილისის საავტომობილო გზის ერთ უბანზე,  ბეშთაშენის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე, ბოლო პერიოდში სეზონურად ადგილი აქვს მეწყრული პროცესის საშუალო ინტენსივობით აქტივიზაციას და გზის ვაკისის დეფორმაციას“,- ნათქვამია ბიულეტენში.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.