გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
"მეტეოროლოგიური რადარის
მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის
ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის,
სამცხე-ჯავახეთის,
მცხეთა-მთიანეთის და კახეთის
უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი,
ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა
აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია
წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
(საფრთხის დონე საშუალო)." - ნათქვამია განცხადებაში,
რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წუთის წინ
გაავრცელა.