ახალი ამბები
„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა - მიწისძვრის კუთხით ბომბია“ - თეა გოდოლაძე
„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა - მიწისძვრის კუთხით ბომბია,“ - ამის შესახებ, სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბევრჯერ დავწერე, კიდევ დავწერ, რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა. რამდენიმე კვლევა ვნახე(სამწუხაროდ ის დოკუმენტაცია არ მაქვს), სადაც ეწერა, რომ ადგილზე გეოლოგიური სამუშაოები ვერ ჩატარდა მიუვალობის გამო. კაცმა არ იცის, მყარ გრუნტზეა დაფუძნებული ბოძები თუ არა. ერთი თავად აიღეს, გადაიხარა და იმიტომ. სეისმური კვლევა არ დევს. რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია და ესტაკადების ბოძები ძალიან წვრილი, ძლიერ მიწისძვრას რომ გაუძლოს! ახლა დაეწყვეთ ინფრასტრუქტურის და საგზაოს თანამშრომლები და მლანძღეთ. ჩიტებს ამბავი მოაქვთ გეთაყვა,“- წერს გოდოლაძე.

შეგახსენებთ, რომ გუ­შინ წვი­მის გამო მო­ქა­ლა­ქე­ებს რი­კოთ­ზე სა­ცობ­ში სა­ა­თო­ბით მო­უ­წი­ათ დგო­მა. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით იყო შე­ზღუ­დუ­ლი, რად­გან სა­ვალ ნა­წილ­ზე წყა­ლი და ლაფი ჩა­მო­ვი­და.

„სო­ფე­ლი ხე­ვის მიმ­დე­ბა­რედ, მშე­ნე­ბა­რე მო­ნაკ­ვეთ­თან, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად, ფერ­დო­ბი­დან წყლი­სა და ლა­ფის მასა გად­მო­ვი­და გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე, რის გა­მოც, გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­და ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგა,“- იყო აღნიშნული საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.