ახალი ამბები
რატომ ძვირდება ოქრო?
2024 წლის მაისში ოქრო 1.8%-ით გაძვირდა. ამასთან, ძვირფასი მეტალი თავის აღმასვლას განაგრძობს და თვის განმავლობაში ახალ რეკორდულ ნიშნულს - 2,400 დოლარსაც გადააჭარბა.

როგორც „გალტ&თაგარტის“ მომოხილვაშია აღნიშნული, განგრძობითი ზრდა ინვესტორებს არწმუნებს, რომ მიზეზები ტრადიციულ ფაქტორებზე, კერძოდ, რისკებისა და ინფლაციის ჰეჯირებაზე, მეტია. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მათ კვლავ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, ამ ეტაპზე, მეტი გავლენა ცენტრალური ბანკებისა და საცალო ინვესტორებიდან მომდინარეობს.

კერძოდ, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკების მოთხოვნა კვლავ მაღალია. 2022 წლის მე-3 კვარტლიდან მათმა ჯამურმა შესყიდვებმა 2,200 ტონა შეადგინა, რაც დღევანდელი ფასებით $170 მლრდ-ს უდრის.

„ჩინეთის ცენტრალური ბანკი ლიდერობას ინარჩუნებს და უკვე ზედიზედ მეთვრამეტე თვეა რაც მეტალის შესყიდვას განაგრძობს. შედეგად, მის რეზერვებში ოქროს წილი 2022 წლის 3%-დან 5%-მდე გაიზარდა. რიცხვების უკეთ აღსაქმელად, ჩინური რეზერვების 1%-ის ღირებულების ოქრო, გლობალური მიწოდების 9%-ს უდრიდა 2023 წელს. ძვირფასი მეტალი პოპულარულია საცალო მომხმარებლებშიც. ფასების ზრდასთან ერთად, მაღაზიათა ქსელმა Costco-მ ოქროს პატარა ზოდების გაყიდვა დაიწყო - მოხმარებელს შეუძლია სხვადასხვა პროდუქტების ყიდვისას ინვესტიციაც გააკეთოს და ხელს ოქრო გააყოლოს. Wells Fargo-ს მიხედვით, ყოველთვიურად Costco დაახლოებით $200 მლნ-ს ღირებულების ოქროს ყიდის. მიუხედავად ამისა, დაბალი ლიკვიდურობის გამო ინვესტირების ეს გზა შედარებით ნაკლებად მოთხოვნადია. აღსანიშნავია, რომ ლეგალური ვაჭრობის გარდა, მზარდია ოქროს შავი ბაზარიც. SwissAid-ის კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით $35 მლრდ-ს ღირებულების ოქრო გადის აფრიკიდან არალეგალურად, მათი უმეტესობის დანიშნულების ადგილი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. კვლევის მიხედვით, 2022 წელს 435 ტონა აფრიკული ოქრო გაიყიდა შავ ბაზარზე, რაც კონტინენტის მოპოვების 40%, ხოლო გლობალური მიწოდების 12%- ია“,- ნათქვამია მიმოხილვაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.