ახალი ამბები
„აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები და პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“(აგენტების კანონის) საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, 14 მაისს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსოპულოსი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა სადავო კანონი ზედმეტად სწრაფად მიიღო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოითხოვს კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმების და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას და საპროტესტო აქციების მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვას.

თეოდოროს რუსოპულოსის ინფორმაციით, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. მომავალი კვირა 20 მაისიდან იწყება.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, კანონის ამოქმედებამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორი კვირის ვადაში კანონპროექტს ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. ცნობილია, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. „ქართულ ოცნებას" ვეტოს დასაძლევად პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 მარტს „აგენტების კანონის” მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროცედურის თანახმად, ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზიდენტის კანონპროექტი, ხოლო მეორე ალტერნატივა უკვე მიღებული კანონპროექტია:

„მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმე საკითხის წარმოდგენა, წარმოადგინოს ახლა. ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ ჯანსაღი მსჯელობისთვის”. ამისთვის, როგორც კობახიძემ თქვა, ვენეციის კომისიამ დასკვნა 28 მაისამდე უნდა წარმოადგინოს.



სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების მიერ


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.