ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩის განცხადებით კანონპროექტი არ უნდა იქნეს მიღებული დღეს არსებული ფორმით
„თუკი კანონი მიღებული იქნება დღეს არსებული ფორმით, ეს იქნება ძალიან სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

ასე გამოეხმაურა ელჩი ჟურნალისტების კითხვას „აგენტების კანონის“ შესახებ „ექსპო ჯორჯიაში“, ევროპის დღისადმი მიძღნილი ღონისძიების დაწყებამდე.

მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა იმუშაოს ყველასთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამჟამინდელი კანონპროექტის მიღება, რადგან ელჩის სიტყვებით, კანონპროექტი, რომელიც დღეს არსებობს, არაა თავსებადი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან.


„ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან ერთად, ყველასთან ერთად, რათა წინ წავიწიოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და გულწრფელად მჯერა, რომ ყველა სიძნელის მიუხედავად, რომელიც უნდა აღვნიშნო, რომ ახლა არსებობს, ჩვენ მაინც შევძლებთ წინსვლას. სწორედ ამიტომ, ახლა მინდა თავი ავარიდო ნეგატიურ შედეგებზე ლაპარაკს, იმ შემთხვევაში, თუკი რაღაცები არ წავა სწორად. მე ვამჯობინებ, ვილაპარაკო საქართველოს კვლავაც ღია შესაძლებლობაზე, წაიწიოს წინ და იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირებში, იქნება გამონახული გზა, რომ არ შევიდეთ ნეგატიური მოვლენების სპირალში.

როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა გამოვნახოთ წინსვლის გზა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით ყველა წინა მთავრობასთან, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან და ვიმუშავებთ ყველა მომავალ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან.

იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირებში გამონახული იქნება გზა, გადავჭრათ საკამათო საკითხი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით, რომელიც, როგორც არაერთ ღონისძიებაზე აღინიშნა, არ უნდა იქნეს მიღებული დღეს არსებული ფორმით და თუკი ის მიღებული იქნება არსებული ფორმით, ეს იქნება ძალიან სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის გაწვევა, ამ კანონის არმიღება, და როგორც მესმის, ჯერ კიდევ არის ამის შესაძლებლობა.

ჩვენ ყველანი ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების ცენტრი, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ საკითხებს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ან ეს კანონპროექტი საერთოდ არ იქნება მიღებული, ან იმ შემთხვევაში, თუკი ეს კანონი უნდა იქნეს დამტკიცებული, ეს იქნება სრულიად განსხვავებული კანონი, რომელიც დაფუძნებული იქნება ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებებზე.

ამისთვის ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, რათა თავიდან ავიცილოთ, რომ ამჟამინდელი კანონპროექტი იქნეს მიღებული, რადგან კანონპროექტი, რომელიც ახლა არსებობს, არაა თავსებადი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან.

საქართველოს კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პოლიტიკური პარტიები და არა სხვა ვინმე. ასე რომ, გადაწყვეტილება სრულად ქართველი პოლიტიკოსების ხელშია“,
- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.



3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. მესამე მოსმენა 13 მაისის კვირას არის დაგეგმილი.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.