ახალი ამბები
„დონორების მიერ საქართველოს ეკონომიკაში განთავსებული ინვესტიცია 15 მილიარდი ევროა“
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ცნობით, საერთაშორისო დონორი
ინსტიტუტების მიერ საქართველოს ეკონომიკაში განთავსებულ ინესტიციები
15 მლრდ ევროს შეადგენს.
მიმართულებები, სადაც ინვესტიციებია განთავსებული, ასე
გამოიყურება:
- ქვეყნის ერთიანი მდგრადი
განვითარების მიმართულება ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება
- ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა, შავი ზღვის ელექტროგადამცემი
ქსელის პროექტი, ქვეყნის რეგიონებში, ახალი ელექტროგადამცემი ხაზების
და წევის ქვესადგურების მშენებლობა, ენგურჰესის რეაბილიტაცია, ახალი
სიმძლავრეების დამატება - დარიალ ჰესი, განახლებადი ენერგიის წყარო
ქართლის ქარის ელექტროსადგური, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური
გაზსადენის რეაბილიტაცია, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, თბილისის
შემოვლითი რკინიგზა, აღმოსავლეთ - დასავლეთ ავტომაგისტრალის
მშენებლობა, რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო მონაკვეთის
მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის შემადგენელი ქვეშეთი-კობის
მონაკვეთი, ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალის მშენებლობა,
ფოთის პორტის გაფართოება, რეგიონებში ინტერნეტის ქსელის გაფართოება,
მსხვილი სახელმწიფო ობიქტების, მათ შორის ნავთობისა და გაზის
კორპორაციის და საქართველოს რკინიგზის რეფინანსირება;
- მუნიციპალური და სოციალური
ინფასტრუქტურის მიმართულება - დედაქალაქში და რეგიონებში საქალაქო
ტრანსპორტით უზრუნველყოფა, მყარი ნარჩენების მართვა, მეტროპოლიტენის
ვაგონების და ქსელის განახლება, დედაქალაქში და რეგიონებში
ენერგოეფექტური სასკოლო ინფრასტრუქტურა, ნაგავსაყრელები და
წყალარინების (კანალიზაცია) გამწმენდი ნაგებობების მოწყობა,
წყალმომარაგების ქსელის მოდერნიზაცია, ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის
მოწყობა, დასავენებელი და ტურისტული ზონების მოწყობა;
- საბანკო სფერო, მიკრო, მცირე და
საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და კოვიდის მართვის მიმართულება -
ბიზნესის ხელშეწობის მიზნით საქართველოს საბანკო სექტორს
დონორებისაგან სესხის გამოყოფა, რუსთავის აზოტი - ამიაკის წარმოების
ხაზის მოდერნიზაცია, "თელიანი ველი„ ლუდის ქარხნის მშენებლობა,
სამედიცინო კორპორაცია „ ევექსს“ - მაღალი ხარისხის სამედიცინო
მომსახურების განვითარება;
- სახელმწიფო ინსტიტუტების
რეფორმების მიმართულება - განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური
რეფორმები, საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, ეროვნული
ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი, საქპატენტის მხარდაჭერა, ასოცირების
შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა, ირიგაციისა და მიწის ბაზრის
განვითარება, ტყის მდგრადი მართვა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
გააზიარეთ :