როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები
მართლმადიდებლური ეკლესია წელს
აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა:
დიდი პარასკევი, დიდი შაბათი,
აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.
შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები 3 მაისიდან 6 მაისის
ჩათვლით დაისვენებენ.
აღდგომის დღესასწაულზე დაისვენებენ სხვა საჯარო სამსახურები: წითელ
პარასკევიდან ანუ, 3 მაისს და მიცვალებულთა ხსენების დღეს ორშაბათს.
შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების დღეა.