ახალი ამბები
ევროკომისიის პრესსპიკერი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაიწვიოს კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“
„ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია, გასული წლის მარტში, იძულებული გახდა გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ისინი, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“.

გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

„შარშან გააფრთხილეს რა, რომ საქართველოს მთავრობის წინადადებები „შეუსაბამო იყო ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“, ოფიციალურ პირებს ახლა ყველა მიზეზი აქვთ, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქვან“, - აღნიშნულია სტატიაში.

POLITICO ციტირებს ევროკომისიის პრესსპიკერის სიტყვებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

„საქართველოში მმართველი პარტიის განცხადება კანონპროექტის ხელახლა შეტანის შესახებ სერიოზულად შემაშფოთებელი მოვლენაა და მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო ვალდებულებების შესაბამისად. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა“.

მისი თქმით, კომისია გაფართოების მომავალ ანგარიშში, რომლის წარდგენაც შემოდგომაზე იგეგმება, შეაფასებს წარდგენილი კანონპროექტის გავლენას და საქართველოში არსებულ მდგომარეობას.




წყარო: ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.