236 სოფელი საქართველოში ელექტროენერგიის გარეშეა
„იდენტიფიციებულია 236 დასახლებული
პუნქტი, სადაც ელექტროენერგიის
მიწოდება არ ხდება“. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 3 აპრილს, პარლამენტში
„მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების კითხვების პასუხად
განაცხადა.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა.
განხორციელდა უშუქო სოფლების ნაწილის ელექტროფიცირება. იდენტიფიცირდა
236 ასეთი დასახლებული პუნქტი, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება ვერ
ხდება. ამ სოფლებში არის 102 მუდმივი მაცხოვრებელი. უკვე განისაზღვა
კონკრეტული საჭიროებები, შეფასდა მათთვის საჭირო ელექტროენერგიის
მოცულობა. ამ სეზონური და არასეზონური კომლების წლიური მოხმარება
დაახლოებით 556 ათასი კილოვატი/საათია.
პრობლემის დროებითი მოგვარება, როგორიცაა მაგალითად, მზის პანელები,
არ არის საკითხის მოგვარების ადეკვატური გზა. საკითხის სრულყოფილად
გადაწყვეტისთვის საჭიროა მოვაწყოთ ელექტროგადამცემი ხაზები და ამ
სოფლებში ელექტროენერგია მივიყვანოთ.
იდენტიფიცირებულია 1 000 კილომეტრამდე ახალი ელექტროგადამცემი ხაზების
გაყვანის საჭიროება. 1-ელ ეტაპზე მოხდება 440 კმ ინფრასტრუქტურის
მოწყობა, მე-2 ეტაპზე - 530 კმ-ის მოწყობა. ეს პროცესი უკვე 2025 წელს
დაიწყება,“- აღნიშნა დავითაშვილმა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი