მართლმადიდებელი ეკლესია
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს
აღნიშნავს. ტაძრებში ამ დღეს სადღესასწაულო ლიტურგია
სრულდება.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ხარება ერთ-ერთი
უდიდესი საუფლო დღესასწაულია.
სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ
მისგან იშვებოდა ძე ღვთისა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე თევზით
ხსნილია.