ყველაზე ძვირად ღირებული პროექტები, რომლის განხორციელებაც რეგიონებში იგეგმება
2024 წელს საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ, ჯამში, 359,7 მლნ ლარზე
მეტი ღირებულების პროექტებია დაგეგმილი.
პროექტებს შორის, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი, ყველაზე ძვირი, 3,3
მლნ ლარზე მეტი, ახალქალაქის სასოფლო გზის რეაბილიტაცია ჯდება. 10
ყველაზე ძვირადღირებულ პროექტს შორის 4 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
ხორციელდება.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, იმ ძვირად ღირებული პროექტების ათეულს,
რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში გეგმავს:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის,
ვარევანი-ალასტანი-გოკიოს სასოფლო გზის რეაბილიტაცია - 3 345 212
ლარი
რუსთავი - აფხაზეთის ქუჩის, VII და VIII მკ/რ-ებს შორის არსებული
ქუჩის, ნ. ლომოურის ქუჩისა და VII და VIII მკ/რ-ების დამაკავშირებელი
გზების რეაბილიტაციის სამუშაოები - 3 323 788 ლარი
ქალაქ ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაცია - 3 090
298 ლარი
სოფელ მარტყოფში შიდა გზების რეაბილიტაცია - 2 995 217 ლარი
რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები - 2 844 717
ლარი
წილკნის და წეროვნის დამაკავშირებელი გზის ასფალტ/ბეტონის საფარით
მოწყობის სამუშაოები და სოფელ წეროვანში შიდა საუბნო გზების
ასტალტ/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები - 2 506 998 ლარი
ახალქალაქი - დილისკა-პტენას გზის რეაბილიტაცია
(ბეტონის საფარი) – 2 293 264 ლარი
სოფლებში: წინსოფელი, სკინდორი და ჭილოვანი წყალმომარაგების სისტემის
მოწყობა - 2 282 788 ლარი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - ჟდანოვაკან- სამების
დაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 2 190 983 ლარი
ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის
რეაბილიტაცია - 2 185 000 ლარი
წყარო: ბიზნესპრესნიუსი