ახალი ამბები
ახალდაბაში გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია იწყება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა
ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების
რეაბილიტაცია 1 აპრილიდან დაიწყება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები,
ჭიშკრები და გარე განათების სისტემა.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის
დაფინანსებით განხორციელდება.
"აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის
ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია. ამ
მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა
ობიეტებზე დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება."
- აცხადებენ ბორჯომის მერიაში.
(R)
გააზიარეთ :