ახალი ამბები
აშშ-ის ელჩი - გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი - შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას
ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა ძალიან ბევრი იმუშავა ამის მისაღწევად და ვიცი, რომ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომავალ თვეებსა და წლებში საკანონმდებლო და სხვა აუცილებელი მიმართულებებით, რათა 9 პრიორიტეტი შესრულდეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგან მისივე თქმით, საბოლოოდ საქართველოს საზოგადოების შიგნით კონსენსუსი და ერთობა იქნება საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის.

„საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა ძალიან ბევრი იმუშავა ამის მისაღწევად და ვიცი, რომ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომავალ თვეებსა და წლებში საკანონმდებლო და სხვა აუცილებელი მიმართულებებით, რათა 9 პრიორიტეტი შესრულებულ იქნას. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინ წასაყვანად. საბოლოოდ, ქართული საზოგადოების შიგნით კონსენსუსი და ერთიანობა იქნება საჭირო ევროკავშირის წევრობის მისაღწევად.

ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ბრიუსელში გამგზავრება, რათა მესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოს კანდიდატის სტატუსზე და იმაზე, თუ რა წვლილი შეეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ შეეტანა [ამ პროცესში]. ჩვენ ახლა ყოველდღიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, საქართველოსთან და სხვებთან, რათა ვნახოთ ჩვენი დახმარება როგორ შეიძლება იყოს მაქსიმალურად სასარგებლო იმ სამუშაოს გაწევაში, რომელსაც თქვენ ასრულებთ 9 მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესში. ძალიან მოხარული ვიყავი იმის ხილვით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი გამგზავრება სწორედ ბრიუსელში იყო, რათა შეხვედროდა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს და განეხილა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ასევე, მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ საქართველოს პრემიერი შეხვდა ნატო-ს წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოსა-დმი მისწრაფება, რასაც ასევე ძალიან ძლიერად ვუჭერთ მხარს. რომ შევაჯამოთ, ძალიან დატვირთული წელი გელით წინ, მუშაობთ რა აუცილებელი ნაბიჯების შესრულებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის და ემზადებით რა არჩევნებისთვის“
, - განაცხადა დანიგანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ძალიან პროდუქტიული იყო.

„გასულ პარასკევს მე მქონდა შესაძლებლობა განმეხილა კავშირი, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი ურთიერთობა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას. ეს იყო ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პრემიერთან საუბარში მზაობა, რომ გავაღრმაოთ სტრატეგიული ურთიერთობა და ხაზი გავუსვი ჩემს, როგორც ელჩის, პრიორიტეტებს, რომელთა შორისაც არის საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობის გაძლიერება, რომელიც არის ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედი და ჩვენი კულტურული ურთიერთობის მხარდაჭერა“,- განაცხადა ელჩმა.



წყარო: ipn
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.