ახალი ამბები
"არავის ვურჩევ ყიდვას" - რომელი პროდუქტებია მაღალი რისკის შემცველი
„ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები არის მაღალი რისკის შემცველი“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ხორცისა და რძის პროდუქტებისგან ადამიანი შესაძლოა იმდენად მძიმედ მოიწამლოს, რომ ლეტალობა დადგეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ რძის და ხორცის პროდუქტები სიფრთხილით შეარჩიოს.

„ხორცპროდუქტები არის მაღალი რისკის შემცველი. ჩვენთან არ არის დადგენილი რას შეიძლება ეწეროს სოსისის, ძეხვი და ა.შ. რძის ნაწარმის რეგლამენტი როცა იქნა მიღებული, ერთ-ერთი საკითხი იყო ის, რომ მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტს არ შეიძლებოდა წერებოდა რძის ნაწარმის სახელწოდება. ხორცპროდუქტების შემთხვევაში მსგავსი რეგლამენტი არ არსებობს.


მეორე არის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები - ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები არის მაღალი რისკის შემცველი. ამ პროდუქტებისგან ადამიანი შეიძლება ისე მოიწამლოს, რომ სიკვდილის შემთხვევებიც არის. ასევე შეიძლება ცხოველური დაავადებები გადაედოს ადამიანს, აქედან გამომდინარე ამ პროდუქციის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო, ასევე სახელმწიფო უფრო მეტად უნდა აკონტროლებდეს“
, - განაცხადა კობალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თავი უნდა შევიკავოთ ისეთ ადგილებში პროდუქციის შეძენისგან, სადაც არ არის სათანადო ჰიგიენური მოთხოვნები დაცული. ეს განსაკუთრებით ეხება მალფუჭებად პროდუქციას.

„ჩურჩხელა არ არის მაგალითად მალფუჭებადი, მაგრამ მისი გარეგანი დაბინძურება, შეხებით თუნდაც, რა პირობებში არის ხოლმე ჩამოკიდებული... არავის ვურჩევ ყიდვას - ღია ცის ქვეშ, მტვერში რომ არის ჩამოკიდებული. მალფუჭებადი პროდუქცია არის ძალიან საშიში - რძის ნაწარმი იქნება ეს, კვერცხი, ხორცი. გარდა იმისა, რომ შეიძლება გაფუჭდეს, საქონელი ხშირად არ არის დაკლული ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ, გარეთ იმიტომ ყიდიან, რომ არის შინაურ პირობებში დაკლული. არც ცხოველის ჯანმრთელობა ვიცით და არც მისი დაკვლის პირობები. თერმულ დამუშავებას რაც შეეხება, თერმულ დამუშავებამდე ხელით უნდა შევეხოთ იმ ხორცს, შეიძლება ჯილეხი გადაგვედოს და თერმული დამუშავებასაც გააჩნია“, - განაცხადა კობალაძემ.



წყარო: bpn
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
არასამთავრობო ორგანიზაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ქართული ოცნების“ დასანქცირებული
წარმომადგენლების შესახებ ერთიან ინფორმაციას აქვეყნებს.
12:26 / 27.12.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ქართული ოცნების“ დასანქცირებული წარმომადგენლების შესახებ ერთიან ინფორმაციას აქვეყნებს.
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.