ახალი ამბები
შესაძლოა დაჯარიმდნენ ტექინსპექტირების ცენტრებიც
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ჯარიმები წესდება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრმა ხარვეზები არ დააფიქსირა, სახიფათო დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი - 2000 ლარით, უმნიშვნელო - 500 ლარით.

ამასთან, ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის გიორგი შიოლაშვილის თქმით, ცენტრები სისტემატური ვიდეო მონიტორინგის ქვეშ იქნებიან, გარდა ამისა, სპეციალური ჯგუფები, ტექინსპექტირების ცენტრების მიერ შემოწმებულ ავტომობილებს მეორედ გადაამოწმებენ, ხარვეზის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში კი, შესაბამის ჯარიმებს გამოწერენ.

„ტექნიკურ რეგლამენტში გაწერილია სხვადასხვა სახის ხარვეზი, რომელიც შეიძლება დაუფიქსირდეს ავტომობილის მფლობელს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში. ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია ეს ხარვეზი იყოს სახიფათო, მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო.

ახალი ჩანაწერით, რომელიც კანონმდებლობაში შევიდა, თუ ინსპექტირების ცენტრს გადაამოწმებენ და მონიტორინგის დროს აღმოჩნდება, რომ მათ არ დააფიქსირეს ავტომობილზე სახიფათო ხარვეზი, ამ კონკრეტულ იურიდიულ პირს (ცენტრს) დაეკისრება 5000-ლარიანი ჯარიმა, თუ მნიშვნელოვანს არ დააფიქსირებს - 2000 ლარიანი, ხოლო უმნიშვნელოზე 500 ლარიანი.

რაც შეეხება მონიტორინგის ფორმას, უნდა შეიქმნას დამატებითი მონიტორინგის განხორციელების წესი. უშუალოდ მონიტორინგის ვალდებულება დაეკისრება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. ჩემი ინფორმაციით, ეს უნდა იყოს ვიდეო მონიტორინგი პერმანენტულ რეჟიმში, ასევე, შესაძლებელია, მათ ადგილზე გადაამოწმონ ტექინსპექტირების ცენტრებში რომელიმე ავტომობილი, ხელახლა მოხდება ავტომობილის ინსპექტირება, შეადარებენ ინსპექტირების ორგანოში დასრულებული ინსპექტირების ანგარიშს და თუ მოხდა ისე, რომ ამ ჯგუფის მიერ გადამოწმებული ავტომობილის ინსპექტირების შედეგი არის განსხვავებული და ინსპექტირების ცენტრის მიერ არ იქნა დაფიქსირებული რაიმე სახის დარღვევები (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ), გამოიწერება შესაბამისი ჯარიმა.

მე ვფიქრობ, ასეთ მიდგომა უზრუნველყოფს უფრო მაღალი სტანდარტის დაწესებას ტექინსპექტირების ცენტრებისთვის. მათ მოუწევთ მეტად გაამკაცრონ შიდა მონიტორინგის სისტემა, რადგან საკმაოდ მაღალი ჯარიმებია და დიდი ფინანსური ტვირთი იქნება მათთვის. შესაბამისად, უფრო მობილიზებული იქნებიან“,
- ამბობს გიორგი შიოლაშვილი.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.