ახალი ამბები
ბორჯომში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 1 517 500 ლარად გაიყიდა
გთავაზობთ ჩამონათვალს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქონების შესახებ.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული ქონება ჩაჩავას კლინიკამ იყიდა. სახელმწიფო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მიხედვით, 2023 წელს აუქციონზე გამოტანილ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს შორის, ყველაზე მეტი, სწორედ მან გადაიხადა.

უფრო კონკრეტულად, კლინიკამ თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5 580 000 ლარად შეიძინა.



„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, პროექტის ფარგლებში ყველაზე ძვირად გაყიდული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მყიდველების შესახებ ინფორმაციას:

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, N91-ში არსებული 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა კომპანიამ „ჯითექსი“ 4 578 500 მლნ ლარად შეიძინა.
თბილისში, კახეთის გზატკეცილის მე-20 კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6390.00 კვ.მ. და 1162.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - შპს ფრანკომ 2 511 000 ლარად იყიდა.

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N21-ში/ქალაქ ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩა N2-ში მდებარე 1983.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N3 შენობა-ნაგებობები - 2 155 000 ლარად გაიყიდა. ინვესტორი შპს პრემიუმ კონსტრაქშენია.

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, N83-ში (ნაკვეთი 8/16) მდებარე 6117.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - შპს იონფაშ ჯორჯიამ 2 155 000 ლარად შეიძინა.

თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო/რაიონში, N26კორპუსის მიმდებარედ არსებული 3179.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა - 2 005 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი გივი შავერდაშვილია.

თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 3570.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში შპს „გიო 2010“-მა 1 987 000 ლარი გადაიხადა.

თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N1ბ-ში მდებარე 4092.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1 952 000 ლარად იყიდა შპს „იფქლი დიღომმა“.

თბილისში, ევროპის ჩიხი N2-ში მდებარე 11672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - შპს ჯი-თი გრუპმა 1 917 000 ლარად იყიდა.

ბორჯომში, გორკის ქუჩა N2-ში არსებული 3001.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 49% წილი - 1 517 500 ლარად გაიყიდა. ინვესტორია შპს „ბანი 2007“-ი.

თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა N37-ში მდებარე 2545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა - დავითი ჯიმშელაძემ 1 505 000 ლარად შეიძინა.



შეგახსენებთ, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2019 წლიდან ახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.